NATO-ს ოფიციალური პირი: შეშფოთებული ვართ NATO-სა და EU-ის ცენტრის დახურვის გამო

NATO-ს ოფიციალური პირი: შეშფოთებული ვართ NATO-სა და EU-ის ცენტრის დახურვის გამო

NATO-ს ოფიციალური პირის განცხადებით, შეშფოთებულები არიან ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, დახუროს NATO-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი. ოფიციალური პირის კომენტარს ევროსკოპი ავრცელებს.

მისი თქმით, ცენტრი საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.

"შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დახურვასთან დაკავშირებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი დანაკარგი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ქართველ ხალხს სჭირდება მეტი ფაქტობრივი ინფორმაცია ალიანსის და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

2005 წლის შემდეგ, როდესაც ცენტრი შეიქმნა, რეგიონული და ადგილობრივი ოფისების ქსელების ჩათვლით, ის საკვანძო როლს ასრულებდა საზოგადოების ცნობადობის გაძლიერებაში ნატოსა და მისი ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის შესახებ საქართველოსთან.

ცენტრი ღირებული პარტნიორია ნატოს სახალხო დიპლომატიის სექციისთვის და ნატოს სამეკავშირეო ოფისისთვის საქართველოში სახალხო დიპლომატიის ინიციატივების განსახორციელებლად. ქვეყნის რეგიონების მასშტაბით. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს სტრატეგიული მიზანი ასევე დევს საქართველოს კონსტიტუციაში", - ნათქვამია განცხადებაში.

4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება 1 ივლისიდან ცენტრს ხურავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად, ცენტრი სამინისტროს უერთდება.