როგორც რუმინელმა ვიცი, როგორც უკვე აღვნიშნე უკრაინასთან მიმართებით, ასევე მოლდოვისა და საქართველოს ადგილი არის ჩვენთან. დასავლეთ ბალკანეთის ადგილი არის ჩვენთან, როგორც ევროპის და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრების და ვიცი, რომ ეს მოხდება. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება. ესაა გადაწყვეტილება, რომ ყველა ჩვენგანი, ჩვენი ყველა დემოკრატია გაერთიანდეს.
განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯაოანამ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე.