Le Parisien: ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

Le Parisien: ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

ფრანგული მედია Le Parisien წერს, რომ ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.

მედია ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ცნობილ მწერალს ახალგაზრდა ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებს და ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს და დაკითხეს.

გამოცემა ასევე პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ფრანგი მწერალი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებას.

Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრედერიკ ბეგბედერი პატიმრობიდან უკვე გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება.