ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის მოკავშირეები უკრაინული ძალებისთვის საბრძოლო მასალის წარმოებას ზრდიან.
"აშშ დგამს ნაბიჯებს საარტილერიო ჭურვების შიდა წარმოების გაზრდისთვის უკრაინის მხარდასაჭერად. გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია აშშ-სა და თურქეთს შორის შეთანხმების შესახებ, რომელიც განხილვის პროცესშია.
პენტაგონმა კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ თავდაცვის კომპანია General Dynamics Ordnance and Tactical Systems-თან. აშშ-ს არმია ცდილობს, გააორმაგოს 155 მმ-იანი ჭურვების ყოველთვიური წარმოება", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ჩეხეთმა საკუთარი ინიციატივა უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესყიდვის შესახებ თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაცხადა. ინიციატივას ევროპის 18 ქვეყანა შეუერთდა.