ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებით, უკრაინის არმია შეაჩერებს ან უკვე შეაჩერა თავდასხმები, რათა თავისი ტაქტიკა ხელახლა შეაფასოს.
ISW-ის ანალიტიკოსები ამ ვარაუდს ადასტურებენ ესტონეთის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, პოლკოვნიკ მარგო გროსბერგის სიტყვებით და 17 ივნისს Wall Street Journal-ის გამოქვეყნებული სტატიით, სადაც ასევე საუბარი იყო ბოლო დღეებში უკრაინის თავდასხმების შეჩერებაზე.
ISW-ის ინფორმაციით, ბრძოლაში უკრაინის არმიას თავისი რეზერვების დიდი ნაწილი ჯერ არ გამოუყენებია.
"პაუზები ჩვეულებრივი მოვლენაა დიდ შეტევებში და ეს პაუზა არ ნიშნავს უკრაინის კონტრშეტევის დასრულებას." - წერს ISW-ი.