ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელი ჯარისკაცები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან დაწინაურდნენ.
"უკრაინელი ჯარისკაცები ბახმუტთან და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში დაწინაურდნენ. გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები კურდიუმოვკას ჩრდილო-აღმოსავლეთით (ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით 10 კმ) წინ წავიდნენ.
ამასთან, 29 ოქტომბრის გეოლოკაციის კადრები მიუთითებს, რომ უკრაინელ სამხედროებს რაბოტინოს დასავლეთით მცირე პროგრესი აქვთ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინული ჯარები ბახმუტთან და მელიტოპოლის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ. უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ბახმუტთან დაჯგუფება მნიშვნელოვნად გააძლიერეს.