ISW: უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად რუსების თავდაცვით ხაზს არღვევენ

ISW: უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად რუსების თავდაცვით ხაზს არღვევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები ზაპოროჟიესა და ბახმუტის მახლობლად რუსების თავდაცვით ხაზს არღვევენ.

"უკრაინის ჯარებმა ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში, ფრონტის ორივე სექტორში წარმატებას მიაღწიეს. 7 სექტემბრის გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ უკრაინულ ძალებს კლიშივკას ჩრდილო-დასავლეთით მცირე მიღწვები აქვთ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინელი სამხედროები ბახმუტის სამხრეთით და დასავლეთ ზაპოროჟიეს რეგიონში, რობოტინოსა და ვერბოვოს მახლობლად წარმატებას აღწევენ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამასთან, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე, ბახმუტის მიმართულებით, ავდიივკა-დონეცკის ხაზზე და დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონის საზღვრის მიდამოებში.