ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული მედია უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლად წარმოჩენას ცდილობს.
"რუსეთის ე.წ. ულტრანაციონალისტური მედია, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს კრემლის ნარატივის პოპულარიზაციას და უკრაინის კონტრშეტევის წარუმატებლად წარმოჩენას ცდილობს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ე.წ. რუსი სამხედრო კორესპონდენტები სულ უფრო ხშირად წარმოაჩენენ უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციებს, როგორც წარუმატებელ თავდასხმებს მთელი ფრონტის ხაზზე.
სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში განახორციელეს და გუშინ, ზოგიერთი მიმართულებით წინ წავიდნენ.
ამასთან, ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ 28 და 29 ივლისს, უკრაინელი დამცველები თავს დაესხნენ რუსეთის სამხედრო და ლოგისტიკურ ობიექტებს ოკუპირებულ ყირიმში.