ISW: რუსული ძალები გადაჯგუფდნენ და ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს

ISW: რუსული ძალები გადაჯგუფდნენ და ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსული ძალები გადაჯგუფდნენ და ავდეევკას მახლობლად შეტევა განაახლეს.

"რუსეთის შეტევითმა ოპერაციამ ავდეევკაში რუსული ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვია. რუსები გადაჯგუფდნენ და ინტენსიურ შეტევას დაუბრუნდნენ.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპანტებს სჯერათ, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ ავდეევკას აღება, ან სარდლობა არ ითვალისწინებს ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის დიდ დანაკარგს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდასხმები მოიგერიეს ავდეევკას, ნოვოკალინოვოს, სტეპნოეს, პერვომაისკესა და სევერნოეს მახლობლად.

ამასთან, უკრაინის ცნობით, ბოლო ოთხი დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 200 რუსული ჯავშანმანქანა გაანადგურეს.