ISW: რუსეთი ბოლო შეტევების დროს ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებს

ISW: რუსეთი ბოლო შეტევების დროს ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთი ბოლო შეტევების დროს ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებს.

"რუსი ოკუპანტები ბოლო შეტევების დროს ირანული Shahed-136/131 უპილოტო თვითმფრინავების ახალ პარტიას იყენებს. რუსებმა 25 დღის განმავლობაში, პირველად შეუტიეს კიევს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ექსპერტების თქმით, მხოლოდ 20 აპრილს, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 26 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, ხოლო 21 აპრილს - 12. პირველ დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, ხოლო მეორე დღეს - 8.

"უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა 20 აპრილს განაცხადა, რომ რუსული ჯარები ელოდებოდნენ Shahed-ის უპილოტო თვითმფრინავების ახალი პარტიის ჩამოსვლას შემდგომ დარტყმებში გამოსაყენებლად და აღნიშნა, რომ რუსული ძალების მხრიდან სარაკეტო დარტყმების ინტენსივობა შემცირდა", - ნათქვამია განცხადებაში.