ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე შეტევითი ოპერაციების ტემპი შეანელეს.
"ბოლო დროს რუსებმა კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზზე შეტევითი ოპერაციების ტემპი შეანელეს. ამასთან, უკრაინელი დამცველები ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.
უკრაინის კონტრშეტევა აშორებს რუსეთის ძალებს კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიას ხაზიდან და მნიშვნელოვნად ასუსტებს რუსეთის თავდასხმის ძალისხმევას აღნიშნული ხაზის გასწვრივ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ამასთან, ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული ძალები აქტიურ საჰაერო თავდასხმებს ახორციელებენ ხარკივის, ლუჰანსკისა და ხერსონის რეგიონებში, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქში რუსები უფრო ნაკლებად აქტიურები არიან, რადგან იქ უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევას აწარმოებენ.