ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს გამოიყენოს ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი, რათა აჩვენოს რუსეთის გავლენა ცენტრალურ აზიაში.
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჯომარტ ტოკაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, უზბეკეთის პრეზიდენტი შავქათ მირზიოევი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ 9 მაისის აღლუმში.
გაზეთმა "ვედომოსტიმ" გაავრცელა ინფორმაცია ჯაპაროვის ვიზიტის შესახებ მოსკოვში 23 აპრილს, ხოლო ტოკაევის, მირზიოევისა და რაჰმონის ჩასვლის შესახებ რუსულმა მედიამ მხოლოდ 8 მაისს, აღლუმამდე ერთი დღით ადრე გაავრცელა.
TASS იტყობინება, რომ პუტინმა ასევე მიიწვია თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუხამედოვი, მაგრამ მან მონაწილეობა არ დაადასტურა. სამშაბათს ღამით TASS-ის წყარომ განაცხადა, რომ ბერდიმუხამედოვი მოსკოვში მაინც ჩავა.
ISW წერს, რომ ცენტრალური აზიის ლიდერების დაგვიანებული პასუხი აღლუმში მონაწილეობის შესახებ, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ მიუხედავად კრემლის ძალისხმევისა, მათ არ სურთ ომისთვის პირდაპირი და საჯარო მხარდაჭერის გამოცხადება.