ISW: ავდეევკასთან რუსები სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ, ისინი წარმატებას ვერ აღწევენ

ISW: ავდეევკასთან რუსები სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ, ისინი წარმატებას ვერ აღწევენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ავდეევკას მახლობლად რუსები სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ და წარმატებას ვერ აღწევენ.

"რუსები ავდეევკას მახლობლად სამხედრო აღჭურვილობას კარგავენ, ისინი ტაქტიკურ წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, რუსულმა ჯარებმა ავდეევკასთან თავდასხმები გააძლიერეს.

რუსული ჯარები აცხადებენ, რომ ავდეევკას სამხრეთით ტერიტორია დაიკავეს, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსული მედია დეზინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები წარმატებას აღწევენ ფრონტის ხაზზე.