ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ამინდის პირობების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები ზამთარში შეტევით ოპერაციებს გააძლიერებენ.
"ყველაზე რთულ პერიოდში, შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის აღმოსავლეთით, მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ლოკალიზებული შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, რათა ინიციატივა ხელში ჩაიგდონ და შეინარჩუნონ.
მოწინააღმდეგეები, სავარაუდოდ, შეეცდებიან, ზამთარში, ამინდის პირობების მიუხედავად, შეინარჩუნონ ან გააძლიერონ შეტევითი ოპერაციები", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 351 350 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.