საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ ისევ გრძელდება.
კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 17% მიიჩნევს, რომ აგრესია დასრულდა, მაგრამ სავარაუდოდ განახლდება. 5% ფიქრობს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ დასრულდა და არ განახლდება, ხოლო 3% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/არ იცის პასუხი.
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.