IRI-ის დირექტორი: ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის

საქართველოს დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერი იქნება დემოკრატიული შედეგი საქართველოსთვის, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება და მით უფრო შეძლებს მის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის კულტურა დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - განაგრძობს თუ არა ქვეყანა უკანდახევას, თუ უბრუნდება რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს?!

თქვა IRI-ის პრეზიდენტმა დენიელ ტვაინინგმა Globalnews.ge-სთან ინტერვიუში.