IRI: 79% მხარს არ უჭერს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას, ქონების შეძენას
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 79% არ უჭერს მხარს, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას, ბიზნესის რეგისტრირებასა და ქონების შეძენას.
კვლევის მიხედვით:
- 13% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში თავისუფლად უვიზოდ შემოსვლას
- 7% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ბიზნესის რეგისტრირებას
- 4% მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქონების შეძენას
- 5% უარს ამბობს პასუხის გაცემაზე/ არ იცის პასუხი
კითხვაზე, ყველაზე კარგად რომელი პასუხი ასახავს თქვენს შეხედულებას, უკრაინის ომის შემდეგ, საქართველოში ჩამოსულ რუსებზე?
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.