ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ტერორისტებმა ღაზაში მდებარე ინდონეზიური საავადმყოფოდან ისრაელის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც საავადმყოფოს გარეთ მოქმედებდნენ.
"საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებმა მიზანში ამოიღეს მტრის ცეცხლის კონკრეტული წყარო. საავადმყოფოს მიმართულებით ჭურვები არ გასროლილა"- ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები ერთგულია საერთაშორისო სამართლის და "მიიღეს მრავალი ზომა არამებრძოლებისთვის ზიანის შესამცირებლად".