IDF: მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, ალი შადმანი

IDF: მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, ალი შადმანი

ირანის თავდაცვის ძალების ცნობით, იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, ალი შადმანი

"5 დღის განმავლობაში მეორედ — ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოკლეს ირანის ომის პერიოდში მოქმედი შტაბის უფროსი, რეჟიმის უმაღლესი სამხედრო მეთაური.

ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირი და ხამენეის უახლოესი სამხედრო მრჩეველი, ალი შადმანი, მოკლულია თეირანის ცენტრზე ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმის შედეგად, ზუსტი დაზვერვის მონაცემების საფუძველზე", - წერს IDF.

შადმანი თანამდებობაზე პარასკევს, ირანზე ისრაელის პირველი დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალი რანგის მეთაურის, მათ შორის მისი წინამორბედის, გოლამ ალი რაშიდის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.