ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქალაქი ღაზა სრულად ალყაშია მოქცეული. მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი ამ მომენტში საერთოდ არ განიხილება.
"ჩვენმა ჯარებმა ქალაქ ღაზა, ჰამასის აქტივობების ცენტრი, სრულად ალყაში მოაქციეს", - აღნიშნა მან.
დანიელ ჰაგარმა აღნიშნა, რომ ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე, რომელიც კატარში ცხოვრობს, საკუთარი თვითმფრინავით ირანში ჩასვლას გეგმავს.
"ისინი ცდილობენ, ფოკუსი ღაზიდან გადაგვატანონ, თუმცა ჩვენ ორიენტირებულები ვართ ჰამასზე", - ამბობს IDF-ის სპიკერი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელიც ღაზის სექტორში მათ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე, ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურებას გულისხმობს.