ისრაელის განცხადებით, დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რომელიც ღაზის სექტორში მათ კონტროლქვეშ მოქცეულ ტერიტორიებზე ჰამასის გვირაბების ქსელის განადგურებას გულისხმობს.
როგორც გამოცემა Times of Israel წერს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ისრაელის არმიის ინჟინრები გვირაბების გასანადგურებლად იყენებენ სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელ მოწყობილობას იყენებენ.
თავდაცვის ძალების ერთ-ერთი ოფიცერის განცხადებით, საინჟინრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც გარკვეულ ტერიტორიებზე კონტროლი დაამყარეს.
"ჩვენ ვაპირებთ გვირაბების შესასვლელების დანგრევას. ის სიკვდილის ზონა გახდება. შეცდომა დაუშვეს, აირჩიეს ისეთ ადგილას ყოფნა, საიდანაც გაქცევა შეუძლებელია. ისინი გვირაბში დაიღუპებიან", - აღნიშნა მან.
მოხსენების თანახმად, ამ დროისთვის 100 გვირაბია განადგურებული.