ICC-ის პროკურორი: ყველა ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და ოჯახებს დაუბრუნდნენ

მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ისრაელიდან წაყვანილი ყველა ტყვე და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ ოჯახებს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ისრაელისთვის, რომ აუცილებელია, შეფერხების გარეშე იყოს მიღებული ზომები მოსახლეობისთვის კვების ძირითადი პროდუქტების და პრეპარატების მისაღებად. ჩვენ ვისმენთ შეტყობინებებს ოპერაციების შესახებ, რომლებსაც ატარებენ ამ ძირითადი მედიკამენტებით მომარაგების გარეშე, თითქოს შუა საუკუნეებში ვიყოთ. ძალიან ბევრი კვდება და ძალიან ბევრია დაშავებული. საგანგაშოა ბავშვების ცხედრების დანახვა. შესაძლოა, ეს თქვენი შვილები ყოფილიყვნენ.

აცხადებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი, კარიმ ხანი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.