Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს

Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ბათუმიდან მოსკოვში იწყებს ფრენებს.

ვებგვერდზე გამოქვეყნებული განრიგის თანახმად, ფრენები 2 აპრილიდან დაიწყება.

Georgian Airways რუსეთში ფრენების გამო არაერთხელ გახდა საზოგადოების კრიტიკის მიზეზი. მათ ოფისთან ფრენების შეწყვეტის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა კომპანია პოზიციას არ ცვლის.

Georgian Airways და მისი მფლობელი თამაზ გაიაშვილი უკრაინამ 1-ელ ივლისს დაასანქცირა.