Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი გარდაიცვალა

Friends-ის ვარსკვლავი, მეთიუ პერი გარდაიცვალა

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მეთიუ პერი გარდაიცვალა. ცნობილი მსახიობი 54 წლის იყო.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, პერი 28 ოქტომბერს, ლოს ანჯელესში, საკუთარი სახლის აბაზანაში იპოვეს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს პოლიციის ძარცვისა და მკვლელობის სამმართველო იძიებს.

მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სიტკომ - Friends-ში შესრულებულმა ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა.