Financial Times: რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა

Financial Times: რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა

გამოცემა Financial Times წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა.

"რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ტაქტიკა შეცვალა. ისინი მართვად რაკეტებს იყენებენ, რათა ყველაზე ნაკლებად დაცულ რეგიონებში ელექტროსადგურები გაანადგურონ.

22 მარტიდან 29 მარტამდე რუსეთმა შვიდ თბოელექტროსადგურს დაარტყა. რუსული რაკეტები ასევე ჰიდროელექტროსადგურებსაც მოხვდა. ზოგიერთი მათგანი თითქმის მთლიანად განადგურდა", - წერს გამოცემა.

ბრიტანეთის დაზვერვის თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესუსტებაა. ამასთან, სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსებს რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგი აქვთ დაგროვებული.