Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს უსაფრთხოება დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში უკეთ უზრუნველყოფილი იქნება.
შეკითხვაზე, რომელ შემთხვევაში იქნება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოფილი, დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის შემთხვევაში, თუ რუსეთთან, შედეგები ასე განაწილდა:
ამავე გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 84% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესიული რეაქცია საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მცდელობაზე, გამართლებული არ არის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.