Edison Research: მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ დროა, შანსი სხვა პარტიას მიეცეს

Edison Research: მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ დროა, შანსი სხვა პარტიას მიეცეს

Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს.

კითხვაზე "თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?", შედეგები ასე გადანაწილდა:

ამჟამინდელი მონაცემების წინა კვლევებთან შედარება ასე გამოიყურება:

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე მეტი - 82% 18-24 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო 81% 25-34 ასაკობრივ ჯგუფში ფიქრობს, რომ დროა სხვა პარტიას/პარტიებს მიეცეთ შანსი.

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 17.09-29.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის.