პარტიული რეიტინგების გარდა ედისონ რისერჩის კვლევა სხვა არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვაზე იძლევა პასუხებს. ყველაზე მეტად მოქალაქეებს ფასების ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე აწუხებთ. სწორედ ეს სამი პასუხია სათავეში ამ შეკითხვის პასუხად - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას საქართველო?