ევროკავშირის ლიდერები ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად და მოსახლეობისთვის დახმარების გასაგზავნად ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას ითხოვენ. შესაბამისი დეკლარაცია რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბრიუსელში გამართულ სამიტზე EU-ს 27 ქვეყნის ლიდერმა მიიღო.
"ევროკავშირი აქტიურად იმუშავებს რეგიონის პარტნიორებთან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, დახმარების გაწევისა და საკვების, წყლის, სამედიცინო დახმარების, საწვავის და თავშესაფრის ხელმისაწვდომობის გასაადვილებლად, რათა უზრუნველყოს, რომ ასეთი დახმარება არ იქნება ბოროტად გამოყენებული ტერორისტული ორგანიზაციების მიერ", - ნათქვამია დეკლარაციაში.
გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დაგმეს ჰამასის სასტიკი თავდასხმა ისრაელზე და ისევ მოუწოდეს ჰამასს, გაათავისუფლონ ყველა მძევალი.
"ჰამასის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანთა ფარად გამოყენება განსაკუთრებით სავალალო სისასტიკეს წარმოადგენს", - აცხადებენ ისინი.