"ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს" - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტის მიერ რუსული კანონის შესახებ დასმულ შეკითხვას - "რატომ არიან შეშფოთებულები ევროპელი პარტნიორები, თუკი იგივე, ან მსგავსი ფორმის რეგულაციები მოქმედებს ევროპასა და შეერთებულ შტატებში?"
"ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. არსებობს დისკუსია იმის შესახებ, რომ დამყარდეს გამჭვირვალობა სხვადასხვა სფეროებში, თუმცა ჯერ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერია", - განაცხადა შოლცმა.