EU-ის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველებს, ერთად ვგლოვობთ შოვში დაღუპულებს

EU-ის წარმომადგენლობა: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველებს, ერთად ვგლოვობთ შოვში დაღუპულებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მწუხარებას გამოთქვამს შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

"ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს", - ნათქვამია EU-ის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The European Union Delegation stands in solidarity with the people of Georgia as we mourn together the lives lost in the Shovi landslide on 3 August. pic.twitter.com/Vziw0w31K5

— EU Delegation Georgia

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.

ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.