EU-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 534$ მილიონიანი დახმარება უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა

EU-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 534$ მილიონიანი დახმარება უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა

უნგრეთმა კიდევ ერთხელ დაბლოკა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 534 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება. ინფორმაციას რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რიკარდო იოზვიაკი X (Twitter) -ის საშუალებით ავრცელებს.

მისი თქმით, ბუდაპეშტი ითხოვს სამართლებრივ გარანტიებს, რომ უნგრული OTP ბანკი უკრაინის მიერ აღარ იქნება მოხსენიებული როგორც "ომის საერთაშორისო სპონსორი."

„როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე უკრაინის სამხედრო დახმარების მერვე შეთანხმება, ვერ შედგა. მართალია, უნგრული OTP ბანკი აღარ შედის "რუსეთში ბიზნესის მწარმოებელთა" შავ სიაში, მაგრამ ბუდაპეშტს სურს სამართლებრივი გარანტიები, რომ ეს ასე გაგრძელდება", - წერს იოზვიაკი.

2023 წლის 4 მაისს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) OTP ბანკი "ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში დაამატა.

21 ივლისს კი ბუდაპეშტმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინითვის გამოყოფილი 20 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გეგმას მხარს არ დაუჭერდა, თუ უკრაინა არ ამოიღებდა OTP Bank-ს შავი სიიდან. 29 სექტემბერს NACP-მა დროებით შეაჩერა ეს სტატუსი.