EU-ის ელჩი ოცნების ბანერებზე: ვფიქრობ, ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი

EU-ის ელჩი ოცნების ბანერებზე: ვფიქრობ, ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და მათ "აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და ამაზრზენს" უწოდებს.

"ევროკავშირი არ არის გულგრილები. რუსეთის მიერ უკრაინაში გაუმართლებელი, უკანონო და მზარდი სასტიკი შეჭრის შემდეგ, ჩვენ მხარე დავუჭირეთ უკრაინას. უკრაინის გვერდით ვდგავართ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

რატომ? იმიტომ, რომ უკრაინელები არ იბრძვიან მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და საკუთარი სუვერენიტეტისთვის. ისინი ყველა ჩვენგანისთვის იბრძვიან. ისინი იბრძვიან მსოფლიო წესრიგისთვის, რომელიც წესებზეა დაფუძნებული. ამიტომ თქვენ მეკითხებით იმ ბილბორდებზე - ნება მომეცით გითხრათ, ვფიქრობ, რომ ისინი არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი. ჩვენ მშვიდობა გვაქვს უკრაინაში. ჩვენ მშვიდობა გვაქვს საქართველოში. ჩვენ მშვიდობა გვაქვს ევროკავშირში - უკრაინელი ხალხის თავგანწირვის წყალობით და ისინი ჩვენს უდიდეს პატივისცემას იმსახურებენ", - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბარში.

***

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.