EU-ის ელჩებმა უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

EU-ის ელჩებმა უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს. ინფორმაცია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის წარმომადგენლობამ X-ზე გაავრცელა.

გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოს ფორმატის შეთანხმების ინიციატივას მხარი დაუჭირა უნგრეთმაც, რომელიც ამ დრომდე წინააღმდეგი იყო და წინადადებას ბლოკავდა.

შემდეგი ეტაპი - სამთავრობათაშორისო კონფერენციაა, რომელიც 25 ივნისს გაიმართება და რომელზეც ოფიციალურად განაცხადებენ, რომ უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები იწყება.

7 ივნისს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია გაუწია და თქვა, რომ ორივე ქვეყანამ გაწევრიანების მოლაპარაკების დასაწყებად საჭირო პირობები შეასრულა.