საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანახმად, ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.
"ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, დაიკარგება", - ნათქვამია EU-ის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, 2022 წელს აუთვისებელი - 12 მილიონი, 2023 წელს - 72 მილიონი და 2024 წელს - 37.3 მილიონი ევრო შეჩერდა, გადანაწილდა - დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებით უკუსვლის საპასუხოდ, განსაკუთრებით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ მიმართული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ.