CNN: რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის მზად არ არის

CNN: რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის მზად არ არის

გამოცემა CNN-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის კონტრშეტევისთვის მზად არ არის.

"დიდი ხნის ნანატრი უკრაინული კონტრშეტევა, როგორც ჩანს, გარდაუვალია და ის, თუ როგორ ემზადება თითოეული მხარე, მეტყველებს მათ მზადყოფნაზე. რუსეთი არ არის მზად კიევის განმათავისუფლებელი ოპერაციისთვის.

ხარკივისა ხერსონის დაკარგვის შემდეგ მათ სულ მცირე 7 თვე ჰქონდათ უკრაინის თავდასხმისთვის შემდეგი სავარაუდო სამიზნის მოსამზადებლად - ზაპოროჟიეს რეგიონი", - წერს გამოცემა.

28 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის მზადება ფინიშის ხაზშია და ჯარები სარდლობის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

29 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება იარაღი კონტრშეტევისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კონტრშეტევა დაიწყება პარტნიორებისგან საბრძოლო თვითმფრინავების მოლოდინის გარეშე.