CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ დღეს ოდესაში უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი ადგილმდებარეობიდან, სულ რაღაც, 500 მეტრში ჩამოვარდა.
მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კოლონის წევრებმა დაინახეს და იგრძნეს დარტყმის ტალღა. მათ თქვეს, რომ დაინახეს "სოკოს ფორმის ღრუბელი", რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.
რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი შავი ზღვის საპორტო ქალაქში ერთად იმყოფებოდნენ.
გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არ დაშავებულა, თუმცა აღნიშნა, რომ საკმაოდ ახლოს იმყოფებოდა, რაცა დაინახა და გაიგო აფეთქების ხმა და დაადასუტრა, რომ იერიშის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.
"ჩვენ ვნახეთ რაკეტის დარტყმა. ხომ ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე, მათთვის სულ ერთია, სად დაარტყამენ. ვიცი, რომ იყო მსხვერპლი, ჯერ ყველა დეტალი არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაშავებულები და დაღუპულები", - განაცხადა ზელენსკიმ ოდესაში ყოფნის დროს.
რაც შეეხება საბერძნეთის პრემიერს, მან თქვა, რომ ძლიერი აფეთქების ხმა მანქანაში ჩაჯდომის დროს გაიგო.
"მალევე, როდესაც მანქანაში ვსხდებოდით, ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის საუკეთესო, ყველაზე ნათელი შეხსენებაა იმისა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა.
რუსეთი უკვე რამდენიმე თვეა ოდესას რაკეტებით ბომბავს. შაბათს საცხოვრებელ სახლზე დრონით თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვი.