ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილის, დევინ კოენმა ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამიტზე კურსკის რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინის არმია კურსკის რეგიონში თავდაცვით სტრუქტურებს აშენებს და აპირებს, რომ ეს ტერიტორია "გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაიკავოს". CIA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ამ ოპერაციის მნიშვნელობა მომავალში გახდება ნათელი.
"კიევი არ გეგმავს ამ ტერიტორიის ანექსიას (ამაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროც საუბრობდა), მაგრამ რუსეთისთვის მისი დაბრუნება ადვილი არ იქნება", - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, დევინ კოენის თქმით, პუტინს მოუწევს, გაუმკლავდეს ამ მოვლენების რეზონანსს საკუთარ საზოგადოებაში.