Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი აფრიკელ სტუდენტებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად აგზავნის. გაწვევის კამპანიები პრემიებსა და მაღალ ხელფასს ჰპირდება ყველას, ვინც მათ კონტრაქტორებად შეუერთდება.
გამოცემის ინფორმაციით, რუსი ოფიციალური პირები იმუქრებიან, რომ აფრიკელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მუშაკებს ვიზებს არ გაუგრძელებენ, თუ შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებაზე უარს იტყვიან.
მიგრანტებისა და სტუდენტების იძულებით ბრძოლაში გაგზავნის რუსული პრაქტიკა ომის დასაწყისში გაჩნდა - მათ, ძირითადად, უკეთ მომზადებული ქვედანაყოფების დასაცავად იყენებენ.
ამასთან, ერთ-ერთმა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე დატყვევებულ მებრძოლებს შორის უცხოელების (ძირითადად აფრიკელები და ნეპალელები) რაოდენობა გაიზარდა.
როგორც ცნობილია, ამჟამად რუსეთში 35-37 ათასი აფრიკელი სტუდენტი სწავლობს.