გერმანული მედიის BILD-ის ცნობით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს მოსკოვზე თავდასხმა გაუჭირდება, მაგრამ, შესაძლოა, ყველაფერი შეიცვალოს.
"პრიგოჟინმა ძალიან მოკლე დროში შეძლო არა მხოლოდ მცირე დასახლებებზე, არამედ დიდ ქალაქებზე კონტროლის დამყარება. თავად პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იყენებს საბრძოლო ვერტმფრენებს ვაგნერელებზე თავდასხმისთვის. თუმცა, ვითარება შეიძლება სწრაფად შეიცვალოს", - წერს გამოცემა.
23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშუალა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.
მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია".