საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 9 თვეში საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება 117 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყეს.
უწყების ცნობითვე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ, აქედან 88 კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში საჯარო სამსახურში იყო დასაქმებული, ხოლო მათგან 10 ბრალდებული მაღალ თანამდებობას იკავებდა.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 78 პირის მიმართ.
"2023 წლის 9 თვეში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურაში გადმოიგზავნა 9 ანგარიში, რომელთა საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 5 საქმეზე, ხოლო 4 ანგარიში თემატურად დაერთო მანამდე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს", - აცხადებს პროკურატურა.
უწყებაში ამბობენ, რომ აუდიტის დასკვნის დაფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ყველა მათგანი დანაშაულის ჩადენის მომენტში საჯარო სექტორში მუშობდა.