4 ივნისის ღამის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, სეტყვა და ქარი - ამინდის პროგნოზი

4 ივნისის ღამის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, სეტყვა და ქარი - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან 4 ივნისის ღამის ჩათვლით საქართველოში ამინდი გაუარესდება.

უახლოესი საათების განმავლობაში 4 ივნისის ღამის ჩათვლით შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, კავკასიონის ქედის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე დაბალი).