გირჩი - მეტი თავისუფლების, სტრატეგია აღმაშენებლისა და დროას ლიდერების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, აგრესიულად განწყობილმა მცირე ჯგუფებმა აქცია გამართეს.
ადგილზე მისულმა 15-მდე ახალგაზრდამ არ დაასახელა ვინაობა, მათ დაფარული ჰქონდათ სახე. ისინი აცხადებენ, რომ რუსულ კანონპროექტს მხარს არ უჭერდნენ, პარალელურად კი ამბობენ, რომ აპროტესტებენ 3 პარტიის მიერ მსჯელობას ბრიუსელში და სტრასბურგში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ვაქირავებ ბინებს მხოლოდ რუს მდგმურებზე" - 15-მდე ახალგაზრდა ამ პლაკატებით დახვდა ადგილზე მისულ ოპოზიციის წარმომადგენლებს. ოპოზიციის წევრები ახალგაზრდებმა შეხვედრაზე რუსული შეძახილების ფონზე შეაცილეს.
როგორც ფორმულასთვის არის ცნობილით, 15-მდე ახალგაზრდა, რომელიც სახეს მალავს, ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.