საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების ცნობით, მოძრაობის შეზღუდვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ 254-კმ 259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.
დეპარტამენტში ამბობენ, რომ დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.