
რეჟიმის სასამართლო სხდომები ბათუმში - პატიმრობაში დატოვეს სტუდენტი, რომელსაც 2 წლამდე სასჯელით ემუქრებიან. გირაო შეუფარდეს, მაგრამ საქმეები გრძელდება კიდევ 3 სტუდენტისა და დეკანის, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორის მამუკა ჯორბენაძის წინააღმდეგ. ოთხივეს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. ედავებიან ჯგუფურ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილი მოქალაქე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა.