3-4 დეკემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავეს

3-4 დეკემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავეს

3-4 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 22 ადამიანი დააკავეს.

მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეები მეექვსე დღესაც პარლამენტთან შეიკრიბნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალების წინააღმდეგ მათ კვლავ პიროტექნიკა გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომიტინგეების დაშლა ჯერ წყლის ჭავლით სცადა, შემდეგ კი ისინი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გადევნა. მალევე საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების ძალადობრივი დაკავება დაიწყეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, ე.წ. გაზის კაფსულებს ისროდნენ შენობების სახურავებიდან.

ამის მიუხედავად მომიტინგეები არ იშლებოდნენ, აწყობდნენ ბარიკადებს და ცრემლსადენი გაზის კაფსულების განეიტრალებას ცდილობდნენ.

აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდა დაშავდა ფორმულას ოპერატორი, თედო ქვაჩახია. თავის დაზიანებით იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლის ღონისძიება დაიწყო, აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნისკენ დაიხიეს, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. გამთენიისას აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობით დელისის მეტრომდე მივიდა, სადაც აქცია დაიშალა.