28 ივლისიდან Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენას შეასრულებს

28 ივლისიდან Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენას შეასრულებს

28 ივლისიდან ავიაკომპანია Georgian Wings თბილისსა და ბათუმს შორის კვირაში 12 ფრენას შეასრულებს.

ფრენები 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ერთი გზის ბილეთის ფასი 155 ლარიდან იწყება და მისი შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი. ფრენის ხანგრძლივობა 55 წუთია.