თბილისის მერიის ინფორმაციით, 23 ივნისს საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენება კვლავ გაიმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
მერიაში ამბობენ, რომ მატჩის პერიოდში, გულშემატკივრებს ზოგიერთი ავტობუსი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
ავტობუსები N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან მოქალაქეებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ქალაქ გელზენკირხენში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.