23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ლუკაშენკო პუტინს შეხვდება

23 ივლისს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრა კრემლში გაიმართება.

"მხარეები განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, საერთაშორისო დღის წესრიგს, ეკომონიკურ ურთიერთობას, ალიანსის პროგრამების განხორციელებას, სანქციებისადმი წინააღმდეგობას და სხვა საკითხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

6 ივლისს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას გეგმავდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება ვაგნერთან და მის ხელმძღვანელთან, ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული საკითხებიც.