ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წელი დასახელდა. წევრობის მსურველებიც და ევროკავშირიც სწორედ ამ დროისთვის უნდა მოემზადონ. განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სლოვენიაში კონფერენციაზე გააკეთა. გაფართოების კონტექსტში შარლ მიშელმა ახსენა საქართველოც და თქვა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, როდესაც ის დაასრულებს საჭირო ნაბიჯებს. 12 პირობის შესასრულებლად კი ორ თვეზე ნაკლები რჩება. საქართველოს ხელისუფლება ათენის შეკრების მსგავსად, არც სლოვენიის ფორუმს დასწრებია.